საქართველოს ზამთრის კურორტები: სასტუმროები ბაკურიანში

იანვარი 18, 2010

სასტუმრო ვერე პალასი

სასტუმრო ვილა პალასი

სასტუმრო თრიალეთი პალასი

სასტუმრო პრემიერ პალასი

სასტუმრო აპოლონი


ბაკურიანის სასტუმროები, საქართველო


საქართველოს ანტიკური ისტორია

მაისი 23, 2009

საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანი ძალიან დიდი ხანია მოსახლეობს. აქ ქალაქ დმანისის მახლობლად აღმოჩენილია ნამარხი ადამიანის ნაშთი, რომლის ასაკი პლიო-პლეისტოცენია (დაახლოებით 1.8 მლნ. წელი). დღესდღეობით ეს დასავლეთ ევრაზიის ადამიანის ყველაზე ძველი ნაშთია. შემდეგ ქვის ხანის ადამიანმა თანდათანობით საქართველოს მთელი ტერიტორია აითვისა. უკვე აშელის ეპოქის (დაახლოებით 400 ათასი - 100 ათასი წლის წინ) ნამოსახლარები აღმოჩენილია საქართველოს როგორც ზღვისპირეთში, ასევე ქვეყნის შიდა რეგიონებში და მაღალმთიან ზოლში.

დაახლოებით 6 - 7 ათასი წლის წინათ საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანმა იარაღის დასამზადებლად ქვასთან ერთად ლითონის გამოყენებაც დაიწყო, ძვ. წ. IV-III ათასწლეულების მიჯნაზე კი ქართველთა წინაპრებმა ბრინჯაოს მიღება-დამუშავება ისწავლეს. შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ . II ათასწლეულის პირველი ნახევარი) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერი ტომთა კავშირები არსებობდა. თრიალეთის ზეგანზე გათხრილ დიდ ყორღანებში, სადაც მათი ბელადები იმარხებოდნენ, აღმოჩენილია როგორც ბრინჯაოს იარაღი და თიხის ჭურჭელი, ასევე ოქრომჭედლური ხელოვნების განსაცვიფრებელი ნიმუშები.

წარმოშობით ქართველები ეკუთვნიან პალეოკავკასიურ (ანუ კავკასიურ) ეთნოლინგვისტურ ოჯახს, რომლის წარმომადგენელი ხალხები კავკასიის უძველესი მოსახლეობის პირდაპირი შთამომავლები არიან. ეს ოჯახი იყოფა სამ შტოდ: 1. დასავლური, ანუ აფხაზურ-ადიღური; 2. აღმოსავლური, ანუ ჩეჩნურ-დაღესტნური და 3. სამხრეთული, ანუ ქართველური. შესაბამისად, დასავლური შტო აერთიანებს თანამედროვე აფხაზებს, აბაზებს, ადიღეელებს, ჩერქეზებსა და ყაბარდოელებს; აღმოსავლური - ჩეჩნებს, ინგუშებსა და დაღესტნელებს (ავარები, ლეზგები, დარგუელები, ლაკები და სხვ.); ქართველური კი წარმოდგენილია ქართველი ხალხით, რომელიც შედგება სამი ძირითადი სუბეთნიკური ჯგუფისაგან - ქართები, ზანები ანუ მეგრელ-ჭანები და სვანები. წინარე ქართველური ენის დაყოფა ქართულ, ზანურ და სვანურ შტოებად იწყება ძვ.წ. III-II ათასწლეულებში.

იმ ეპოქაში ქართული (ქართველური) ტომები სახლობდნენ როგორც თანამედროვე საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე, ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის რაიონებში. ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს და I ათასწლეულის დასაწყისში ზოგიერთმა მათგანმა სახელმწიფოს ჩამოყალიბების ზღურბლს მიაღწია. ასე, ძვ. წ. XII ს-ში მდინარეების ჭოროხისა და დასავლეთ ევფრატის სათავეებში ყალიბდება ადრეკლასობრივი გაერთიანება დიაუხი. დიაუხის მოსახლეობას მძიმე ბრძოლების წარმოება უხდებოდა წინა აზიის მძლავრი სახელმწიფოების - ასურეთისა და ურარტუს წინააღმდეგ. ძვ. წ. IX-VIII სს-ის მიჯნაზე ურარტუმ გაანადგურა და დაიპყრო დიაუხი. ამის შემდეგ ურარტუს მეფეები იწყებენ ომებს შავი ზღვის პირას მდებარე მეორე ქართული გაერთიანების - კოლხას წინააღმდეგ. კოლხა -ის ძლიერი კოლხეთის სამეფო უნდა იყოს, რომლის დიდება და ბრწყინვალება ასე თვალნათლივ აისახა ძველ ბერძნულ თქმულებაში არგონავტების შესახებ. ძვ.წ. VIII ს-ის 30-20 -იან წლებში ეს ადრინდელი კოლხური სახელმწიფო გაანადგურეს ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა კიმირიელებმა.

ძვ. წ. VII-VI სს-ში კოლხური სახელმწიფოებრიობა ისევ აღორძინდა. ამ ახალი სამეფოს ცენტრი მდინარე რიონზე (ძვ. ფასისი) უნდა ყოფილიყო. იმ პერიოდის კოლხეთის ეკონომიკის საფუძველი იყო განვითარებული მიწათმოქმედება, მეცხოველეობა და რკინის მეტალურგია. შინაგანი განვი თარების საფუძველზე რიონის ველზე წარმოიშვა ქალაქური ტიპის დასახლებები. ძვ. წ. VI -III სს-ში აქ იჭრება საშინაო ბაზრისათვის განკუთვნილი ვერცხლი ფული.

ძვ. წ. VI ს-დან ფართოვდება კოლხეთის სავაჭრო და სხვა სახის ურთიერთობები ბერძნულ სამყაროსთან. მალე შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩნდება ბერძენთა ქალაქი-კოლონიები - ფასისი (ფოთის მიდამოებში), გიენოსი (ოჩამჩირე), დიოსკურია (სოხუმი ) და სხვ.

ძვ. წ. IV-III სს-ში კოლხეთის სამეფო თანდათანობით სუსტდება და ბოლოს იშლება. მისი აღმოსავლეთი ოლქები შედიან ახლადწარმოშობილ აღმოსავლურ-ქართულ სახელმწიფოს - იბერიის შემადგენლობაში.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნის საქართველო

ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნის საქართველო

თანამედროვე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. IV ს-ში ქართული ტომების რამოდენიმე ადრესახელმწიფოებრივი წარმონაქმნი არსებობდა, რომელთა შორის მიმდინარეობდა ბრძოლა პირველობისათვის. ამ ბრძოლაში გამარჯვებას აღწევს გაერთიანება, რომლის ცენტრსაც წარმოადგენდა მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან არსებული ქალაქი მცხეთა. მცხეთა მდებარეობდა უაღრესად ხელსაყრელ ადგილზე - კასპიიდან შავი ზღვისაკენ და ჩრდილო კავკასიიდან წინა აზიაში მიმავალი გზების გადაკვეთაზე, რამაც ხელი შეუწყო ქალაქის სწრაფ განვითარებას.

ძვ.წ. IV ს-ის დასასრულს მცხეთური არისტოკრატიის წარმომადგენელმა ფარნავაზმა გააერთიანა ტერიტორია კავკასიონის ქედიდან ევფრატის სათავეებამდე და მეფის ტიტული მიიღო. ასე შეიქმნა ერთიანი აღმოსავლურ ქართული სახელმწიფო იბერია (ქართ. ქართლი). მცხეთა ამ სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა. იბერიის მეფეთა რეზიდენციას კი წარმოადგენდა მცხეთის პირდაპირ მაღალ მთაზე აღმართული ციტადელი - არმაზციხე.

იბერია, ანუ ქართლი მდიდარი, მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა იყო. ბუნებრივი პირობების მიხედვით იგი შედგებოდა ორი ზონისაგან - მთისა და ბარისაგან. ბარის მოსახლეობა ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდა, მთისა კი - მესაქონლეობას. მთიელები გამოირჩეოდნენ მეომრობით და დიდ როლს ასრულებდნენ იბერიის სამხედრო ორგანიზაციაში.

იბერიის ქალაქებში ვაჭრები და ხელოსნები ცხოვრობდნენ, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოშობით უცხოელი იყო. ძირითადად სირიელები და ებრაელები.

იბერიის რელიგიურ ცხოვრებაში ბევრი რამ იყო შემორჩენილი გვაროვნული წყობილების ხანიდან. თაყვანს ცემდნენ ნაყოფიერების ღმერთს, ჭექა-ქუხილისა და ციურ სხეულთა ღვთაებებს. არსებობდა ტოტემიზმის გადმონაშთები. ფარნავაზის დროიდან იბერიული პანთეონის სათავეში იდგა მთვარის ღმერთი - არმაზი, რომლის კერპი აღმართული იყო მცხეთასთან, ერთ-ერთი მთის მწვერვალზე. არმაზი გამოსახული იყო როგორც მრისხანე მეომარი, ძვირფასი აბჯრითა და მახვილით ხელში.

საგარეო პოლიტიკაში ფარნავაზს და მის უახლოეს მემკვიდრეებს ორიენტაცია აღებული ჰქონდათ სელევკიდებთან კავშირზე, მაგრამ ძვ. წ. II ს-ში საერთაშორისო ვითარება იბერიისათვის მნიშვნელოვნად გაუარესდა. სამხრეთით ქვეყანამ დაკარგა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ოლქი, რომელიც მას ახლადწარმოქმნილმა სომხურმა სამეფოებმა ჩამოაჭრეს, დასავლეთით კი იბერიას გაუმეზობლდა პონტოს სახელმწიფო, რომლის მეფემ, მითრიდატე VI-მ, თავის სამფლობელოებს შეუერთა კოლხეთი. მითრიდატეს ომების დროს რომის წინააღმდეგ იბერია პონტოს მოკავშირეა, რაც ძვ. წ. 65 წ. მის ტერიტორიაზე ცნობილი რომაელი სარდლის, პომპეუსის შემოჭრის საბაბი გახდა. პომპეუსმა დიდ ბრძოლაში დაამარცხა იბერიის მეფის, არტაგის ლაშქარი, მაგრამ გადაეყარა ფართოდ გაშლილ სახალხო წინააღმდეგობას, რამაც იგი აიძულა დაეჩქარებინა არტაგთან ზავის დადება. ზავის პირობებით, იბერია რომის არათანაბარუფლებიანი მოკავშირე გახდა. ამის შემდეგ რომაელები შევიდნენ კოლხეთში და დაიპყრეს იგი.

ახ.წ. I-II სს-ში იბერიის სამეფო კვლავ ძლიერდება, რის საფუძველსაც იძლეოდა ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა. ვითარდება სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა, ვაჭრობა. იბერიის ტერიტორიაზე გადიოდა ინდოეთიდან საბერძნეთში მიმავალი დიდი სავაჭრო გზა.

იბერიის გაძლიერება თავდაპირველად აწყობდათ რომაელებს, ვინაიდან თავის აღმოსავლეთის პოლიტიკაში ისინი ხშირად იყენებდნენ იბერიელ მოკავშირეებს. გარდა ამისა, იბერია აკონტროლებდა ცენტრალური კავკასიონის უმნიშვნელოვანეს უღელტეხილებს, რითაც რომის აზიურ სამფლობელოებს იცავდა ჩრდილო კავკასიიდან მეომარი ტომების შემოჭრისაგან. მაგრამ გაძლიერებული იბერია თანდათან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებას იწყებს. მეფე ფარსმან I (ახ.წ. I ს.) სარგებლობს რომსა და პართიას შორის არსებული წინააღმდეგობებით და ეუფლება სომხეთს, რომლის ტახტზე აჰყავს ჯერ თავისი ძმა, შემდეგ კი ვაჟი. I-II სს-ში იბერიის ტერიტორია ფართოვდება, იგი იბრუნებს ადრე დაკარგულ სამხრეთის პროვინციებს.

II ს-სთვის ახალი პოლიტიკური რეალიებით ხასიათდება ვითარება კოლხეთშიც. მის ზღვისპირა ზოლში ყალიბდება დასავლურ ქართული და აფხაზური ტომობრივი სამთავროები - ლაზიკა, აფსილია, აბაზგია, სანიგია, რომელთა მმართველები რომის უზენაესობას აღიარებდნენ.

III ს-ში იბერიის საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობა ისევ უარესდება. ირანში გამეფებული ახალი სპარსული დინასტიის - სასანიდების ექსპანსიის ერთ-ერთ ძირითად ობიექტად ამიერკავკასია იქცა, რამაც იბერია აიძულა კვლავ მტკიცედ დადგომოდა რომის ორიენტაციასა და ირანს დაპირისპირებოდა. ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო იბერიის სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადება, რაც დაახლოებით 337 წ. მოხდა. როგორც ჩანს IV ს-ში ქრისტიანობა იმარჯვებს კოლხეთშიც, სადაც ამ დროს გაერთიანების ტენდენცია ისახება. კერძოდ ერთ-ერთი დასავლურ ქართული (ზანური) ტომის, ლაზების სამთავრო - ლაზიკა (ქართ. ეგრისი) - თავის გავლენას ავრცელებს სხვა ადგილობრივ პოლიტიკურ ერთეულებზე და ტომებზე. გაძლიერებული ლაზთა მეფეები, ფაქტობრივად, რომის მორჩილებიდანაც გამოდიან.

იბერიაში ქრისტიანობის გავრცელებამ მძლავრი ბიძგი მისცა ქართული დამწერლობის განვითარების საქმეს. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული წარწერები, შესრულებული ორიგინალური ანბანით, V ს-ით თარიღდება.

IV-V სს-ში საქართველოში ფეოდალური ურთიერთობების ჩამოყალიბება მიმდინარეობს. ეს პერიოდი იბერიისათვის კვლავ გართულებული საგარეო-პოლიტიკური ვითარებით ხასიათდება. რომაელებთან კავშირმა ვერ იხსნა ქვეყანა სასანიდების აგრესიისაგან, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება V ს-ის პირველი ნახევრიდან, როდესაც სპარსელებმა დაიპყრეს იბერიის მეზობელი ქვეყნები - სომხეთი და ალბანია და უშუალოდ მოადგნენ აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრებს. იწყება ომები ქართველებსა და სპარსელებს შორის. განსაკუთრებით აღსანიშნავია V ს-ის მეორე ნახევარი, როდესაც იბერიაში მეფობს ვახტანგ გორგასალი. მეფე ვახტანგი იყო კარგი მეომარი, ჭკვიანი და ენერგიული მმართველი. იგი სასანიდების წინააღმდეგ ამიერკავკასიის ხალხების გაერთიანებას ცდილობდა. ამ მხრივ მან გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. მის დროს იბერია კვლავ გაძლიერდა და შეიერთა რიგი მეზობელი ტერიტორიები. ვახტანგ გორგასალი დიდ სააღმშენებლო საქმიანობასაც ეწეოდა. მის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის ქალაქად გადაქცევა, რომელიც მანამდე მხოლოდ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა. მაგრამ VI ს-ის დასაწყისში ვახტანგ გორგასალი სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა.

პროფესორი გიორგი ანჩაბიძე

ბაგრატიონების გერბი

ბაგრატიონების გერბი

ქართლისა და იბერიის მეეები:

სამარა (”მცხეთის მამასახლისი”)     322 ძვ.წ..
აზონი (ერისთავი)     322-302 ძვ.წ..
ფარნავაზი     302-237 ძვ.წ.
საურმაგი (ძე ფარნავაზისა)     237-162 ძვ.წ.
მირვან I     162-112 ძვ.წ.
ფარნაჯომი (ძე მირვანისა)     112-93 ძვ.წ.
არშაკი I (არსოკ, არშაკუნიანთა დინასტიის დასაწყისი)     93-81 ძვ.წ.
არტაგი (ძე არშაკისა)     81-66 ძვ.წ.
ბარტომი (ძე არტაგისა)     66-33 ძვ.წ.
მირვანი (ძე ფარნაჯომისა)     32-23 ძვ.წ.
არშაკ II (არსოკ, ძე მირვანისა)     23-2 ძვ.წ.
ადრეკი     2-1 ძვ.წ.
ბარტომი II & ქართამი (ორ-მეფეობის დასაწყისი)     55-72 ახ.წ
ქაოს & ფარსმან I     72-87 ახ.წ
არმაზელი & აზორკი     87-103 ახ.წ
დეროკი & ამაზსაპი I     103-113 ახ.წ
მირდატ I & ფარსმანი II     113-129
ადამი (ძე ფარსმანისა)     129-132
ფარსმან III (ძე ადამისა)     131-182
ამაზსაპი II     182-186
რევი (სასანიანთა დინასტიის დასაწყისი)     186-213
ვაჩე (ძე რევისა)     213-231
ბაკურ I (ძე ვაჩესი)     231-246
მირდატ II (ძე ბაკურისა)     246-262
ასფაგური (ძე მირდატისა)     262-265
მირიანი (ხოსროიანთა დინასტიის დასაწყისი)     265-342
ბაქარ I (ძე მირიანისა)     342-364
მირდატ III (ძე ბაქარისა)     364-379
ვარაზ-ბაქარ II (ძე მირდატისა)     378-393
მითრიდატე (მირიანის შვილიშვილი)     393-405
ფარსმან IV (ძე ვარაზ-ბაქარისა)     405-408
მირდატ IV (ძე ვარაზ-ბაქარისა)     408-410
არჩილ I (ძე მირდატისა)     410-434
მირდატ V (ძე არჩილისა)     434-446
ვახტანგ I (გორგასალი)     446-502
დაჩი (ძე ვახტანგისა)     502-514
ბაკურ II (ძე დაჩისა)     514-528
ფარსმან V (ძე ბაკურისა)     528-542
ფარსმან VI     542-557
ბაკურ III (ძე ფარსმანისა)     557-560
გვარამ I (კუროპალატი, პირველი ბაგრატიონების დინასტიიდან)     575-600
სტეფანოზ I (ძე გვარამისა)     600-619
ადარნასე (ერისთავი, ძე ბაკურისა)     619-639
სტეფანოზ II (ერისთავი, ძე ადარნასესი)     639-663
მირ (ერისთავი, ძე სტეფანოზისა)     663-668
არჩილ II (ერისთავი, ძე სტეფანოზისა)     668-718
იოანე (ძე არჩილისა)     718-786


ლაშქრობა კახეთში

მაისი 16, 2009

ხანგრძლივობა: 2 dRe / 1 Rame

პირველი dRe:

09:00 – gamgzavreba თბილისის სასტუმროდან ან დათქმული შეხვედრის ადგილიდან

10:30 – wminda ninos monastris monaxuleba

12:30 – daviT garejis samonastro kompleqsis daTvaliereba

13:30 – piknikis daviT garejis teritoriaze

14:00 – gamgzavreba Telavis mimarTulebiT

16:30 – nekresze fexiT asvla da daTvaliereba

18:00 – gremis da alaverdis daTvaliereba

19:00 – SuamTaSi karvebis gamzadeba koconis danTeba da vaxSami

კარვებში ღამის გათენება, შესაძლებელია კერძო ბინაში ან თელავის სასტუმროში ღამისთევა.

მეორე dRe:

09:00 – gaRviZeba da sauzme

10:00 – qalaq TelavSi gamgzavreba da erekle II-is sasaxlis daTvaliereba

11:00 – Rvinis qarxnis daTvaliereba

12:00 – winandalSi aleqsandre WavWavaZis saxl-muzeumis daTvaliereba da baRSi gaseirneba

14:00 – SuamTaSi dabruneba da mwvadaoba, თავისუფალი დრო

16:00 – karvebis alageba, midamos dasufTaveba da gamomgzavreba TbilisSi

18:00 – გზად ქალაქი siRnaRis დათვალიერება

jgufiს რაოდენობა მინიმუმ 15 ადამიანი

ტურში Sedis:

- mgzavroba (2 gza)

- kveba (1 sadili, 1 pikniki bunebaSi, 1 sauzme)

- gamyolebi: 1 mzareuli da 1 gidi

- saZile karvebi da matrasebi

- Sesasvleli bileTebi da adgilobrivi gidebi

დავით გარეჯი, საქართველო

დავით გარეჯი, საქართველო

საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარი

საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარი

დავით გარეჯის მონასტერი

დავით გარეჯის მონასტერი

ხედი მთიდან კახეთში

ხედი მთიდან კახეთში

ორგანიზატორი: ტურისტული კომპანია ეგზოტური საქართველო


ქრისტიანობა საქართველოში

მაისი 15, 2009

qarTveli xalxi erT-erTi uZvelesi qristiani xalxia /337w/. qarTuli marTlmadidebluri eklesia erT-erTia msoflios 15 marTlmadideblur avtokefalur eklesias Soris. saukuneTa ganmavlobaSi saqarTvelosTvis mxolod religia ki ar iyo, aramed, agreTve erovnuli Rirsebebisa da kulturuli TviTmyofadobis sawindari. qarTvelisTvis rwmenis Ralati qveynis saqmis Ralats, xolo qristianobis dacva erovnuli interesebis dacvas utoldeba. qarTveli arafris gulisaTvis Seicvlida religias, ar gacvlida mas ara simdidreze.  zogierT mTian provinciaSi (fSavi, TuSeTi) qristianoba Serwymulia Zvel, warmarTul religiur ritualebTan.

ნეკრესის მონასტერი, კახეთი

ნეკრესის მონასტერი, კახეთი


ქართული არქიტექტურა

მაისი 15, 2009

qarTvelebs bevri monasteri augiaT sazRvargareT, maT Soris, yvelaze mniSvnelovania aTonis qarTvelTa monasteri (980-983ww) anu rogorc mas berznebi moixsenieben - `iveroni” (sityva-sityviT “iverTa”). aTonis mTas sxvagvarad mTawmindasac uwodeben. petriwis monasteri

იყალთოს მონასტერი, კახეთი

იყალთოს მონასტერი, კახეთი

ქართული არქიტექტურული ტურების და შემეცნებითი პროგრამების ორგანიზატორი: ტურისტული კომპანია ეგზოტური საქართველო


ქართული ანბანი

მაისი 15, 2009

msoflioSi arsebuli 14 damwerlobidan erT-erTi qarTulia. qarTuli anbani samsaxovania: 1. mrgvlovani anu asomTavruli, 2. nusxuri anu nusxa xucuri da 3. mxedruli (Tanaedrove). Cvenamde moRweuli werilobiTi Zeglebidan uZvelesad iTvleba palestinis beTlemis monastris warwera (432-433ww). saqarTvelos teritoriaze uZvelesia bolnisis sionis warwera (493-994ww). qarTul enas Zveli kulturis sxva xalxTa enebisagan gamoarCevs erTi ram -  TxuTmeti saukunis winandeli nawarmoebebi, originaluric da Targmnilic, gasagebia ganaTlebuli mkiTxvelisTvis, maSin rodesac, ZvelberZnul da  laTinur enebze dawerili Txzulebebi Tanamedrove berZnebisa da italielebisaTvis Targmans saWiroebs.

ბოლნისის სიონი, საქართველო

ბოლნისის სიონი, საქართველო


საქართველო ოაზისი

მაისი 15, 2009

saqarTvelo bunebis, kulturul-istoriuli Zeglebisa da eTnografiul RirsSesaniSnaobaTa oazisia. klimaturi mravalferovneba -  maRalmTiani landSafti, Savi zRvis sanapiro, zRvisa da mTis havaTa Serwyma, mravalricxovani mineraluri da Termuli wylebi, mdidari bunebis RirsSesaniSnaobebi - CanCqerebi, myinvarebi, uReltexilebi, vulkanuri kraterebi, antikuri istoriul-arqiteqturuli Zeglebi da uZvelesi adaT-wesebi iZleva egzotikuri dasvenebisa da maRalefeqturi gajansaRebis saSualebas. saqarTvelos SavizRvispireTi da mTiani kurortebi yofili sabWoeTis prestiJul dasasvenebel adgilebs ganekuTvneboda, xolo borjomi, wyaltubo, gagra ruseTis mefeTa sayvareli sakurorto adgilebi iyo. dRes ki saqarTvelos kurortebis ganaxlebuli infrastruqtura, orientirebuli saerTaSoriso standartebisa da komfortulobisaken TandaTan imkvidrebs mis kuTvnil adgils msoflio sakurorto bazarze.

თბილისი მთაწმინდა

თბილისი მთაწმინდა